სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


„ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციები
„ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციები
საჯარო ბიბლიოთეკის საერთო სამკითხველო დარბაზში შედგა შეხვედრა მხატვარ კაკო ძნელაძესთან, ქართველოლოგ, პროფ.  შორენა მახაჭაძესთან და პედაგოგებთან - ნანი ცეცხლაძე, ხათუნა ხუნდაძე და ნათია რიჟვაძე. 
 
საჯარო ბიბლიოთეკის ძირითადი წიგნსაცავის ხელმძღვანელმა, ნინო ვაშაყმაძემ  დამსწრეთ წარუდგინა ფონდში დაცული ,,ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრირებული და შემკული გამოცემები. 
  
კაკო ძნელაძემ ისაუბრა  მხატვრების - მიხაი  ზიჩისა და სერგო ქობულაძის მიერ შესრულებული ,,ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციების სპეციფიკაზე, მათ ჟანრობრივ თავისებურებებზე და მხატვრების ხელწერაზე.
 
პროფ. შორენა მახაჭაძემ შეხვედრის დასასრულს ხაზი გაუსვა ,,ვეფხისტყაოსნის“ როლზე მსოფლიო ლიტერატურაში.

«««