სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ერთი დღე №9 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებთან

2011 წლის 6 აპრილს, 12 საათზე ბიბლიოთეკის საბავშვო- ახალგაზრდობის განყოფილებაში გასვლითი ღონისძიება ჩაატარა კლუბმა ,,საზღაპრეთი’’ №9  საბავშვო ბაღში, შეხვდა 3-4 წლიან და 4-5 წლიანი ჯგუფის აღსაზრდელებს. საზღაპრეთის ჯგუფმა (თინა ცენტერაძე, ლელა სურმანიძე) ახალგაზრდული განყოფილების უფროსის-ინგა გოგიბერიძის ინიციატივით პატარებს მისცა შესაძლებლობა ადგილზე მიტანით გაცნობოდნენ მათთვის საინტერესო ხმოვან და სამგანზომილებიან წიგნებს. მეზღაპრემ პატარებს აუხსნა ბიბლიოთეკისა და წიგნის როლი მათ ცხოვრებაში, საინტერესო თემებზე ესაუბრა და გაართო პატარები. პატარებს ძალიან მოეწონათ საინტერესო წიგნები და ბიბლიოთეკარებს დაპირდნენ რომ ისინი ,,საზღაპრეთის’’ აქტიური წევრები გახდებიან.

ბოლოს ქალბატონმა ინგა გოგიბერიძემ მათ საჩუქრად გადასცა მკითხველის ბარათები და ისინი ,,საზღაპრეთში’’ ზღაპრის დღეებზე მიიპატიჟა. გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები. ბიბლიოთკას 58 ახალი მკითხველი შეემატა.

 

 


«««