სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


საჯარო ლექცია ავსტრიელი მხატვრის, გუსტავ კლიმტის შემოქმედების შესახებ
საჯარო ლექცია ავსტრიელი მხატვრის, გუსტავ  კლიმტის  შემოქმედების შესახებ
დღეს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ხელოვნებათმცოდნე ნინო ჩხიკვაძემ  გამართა საჯარო ლექცია ავსტრიელი მხატვრის, გუსტავ  კლიმტის  შემოქმედების შესახებ.
 
გუსტავ  კლიმტი -მხატვარი, რომელმაც ავსტრიული არტ-ნუვო ოქროსფერ სიზმრად აქცია. მხატვარი რომელიც ქალის ნატურის უბადლო მცოდნეა,  მისი შემოქმედების გამო არაერთხელ მოექცა კრიტიკის ქარ-ცეცხლში, თუმცა შესრულების მანერამ და ინდივიდუალურობამ ბოლომდე გულგრილი ვერ დატოვა იმდროინდელი საზოგადოება და წლებთან ერთად მისი „უხამსი“ კომპოზიციები იქცა ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ და ეროტიულ შემოქმედებად მსოფლიო  ხელოვნების ისტორიაში.
 
შეხვედრაზე ვრცლად განიხილეს  მოდერნისტი მხატვრის, გუსტავ  კლიმტის ბიოგრაფია, ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელოვანი თარიღები, მხატვრული სტილი და ნახატის ფიგურატიულობა. შეხვედრის დასასრულს, ნინო ჩხიკვაძემ მსმენელს  გუსტავ კლიმტის  ყველაზე ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ნამუშევრები წარუდგინა, როგორიცაა: „ათენა პალადა“, „სიყვარული“ , „ფილოსოფია“, „ამბორი“ და ა.შ.

«««