სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი სტუმრობდა
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას  დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი სტუმრობდა
დღეს, საქმიანი ვიზიტით ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას  დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი და  ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი და ბრიტანეთის საბჭოს სამხრეთ კავკასიის მისიის ხელმძღვანელი ზაზა ფურცელაძე სტუმრობდნენ. 
შეხვედრაზე განიხილეს ბათუმისა და ბრაიტონის ბიბლიოთეკების თანამშრომლობის შესაძლებლობები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბრიტანული გამოცდილების გაზიარება ბიბლიოთეკის სოციალური ფუნქციის გაძლიერებისა და მკითხველთა მომსახურების გაუმჯობესების კუთხით.  
 
ელჩის ვიზიტთან დაკავშირებით საჯარო ბიბლიოთეკაში მოეწყო რარიტეტულ წიგნად ფონდში დაცული ბრიტანელი ავტორების გამოფენა,  ასევე გამოიფინა პერიოდიკის ფონდში არსებული ქართულ-ბრიტანული ურთიერთობების ამსახველი მასალები და ბრიტანელი კლასიკოსების ქართულენოვანი თარგმანები. 
 
შეხვედრის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის ელჩმა  მარკ კლეიტონმა, ბრიტანეთის საბჭოს ექსკლუზიური პარტნიორის ითიაი ჰოლდინგის სტუდენტები ინოვაციური საერთაშორისო  Aptis ტესტის სერტიფიკატებით დააჯილდოვა. 
 
შეხვედრას  ესწრებოდნენ ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და   აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი.

«««