სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ონლაინ ტრენინგი „შშმ პირთა მომსახურების სტანდარტები და გაუმჯობესების შესაძლებლობები“
ონლაინ ტრენინგი „შშმ პირთა მომსახურების სტანდარტები და გაუმჯობესების შესაძლებლობები“
დღეს საჯარო ბიბლიოთეკამ მონაწილეობა მიიღო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ ონლაინ ტრენინგში, სადაც განხილულ იქნა შშმ პირთა მომსახურების სტანდარტები და გაუმჯობესების შესაძლებლობები:
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან ურთიერთობის ეთიკა, სწორი კომუნკაცია და ტერმინოლოგია
- სერვისებისა და ინფრასტრუქტურის მისაწვდომობა: უნივერსალური დიზაინი, მისაწვდომობის საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები.
 
ტრენინგს ესწრებოდნენ უშუალოდ  მკითხველთა მომსახურების სფეროში ჩართული ბიბლიოთეკარები საბავშვო-ახალგაზრდული, აბონემენტისა და სამკითხველო დარბაზებით მომსახურების  განყოფილებებიდან, ასევე  ძირითადი წიგნსაცავისა და  რეგისტრატურის თანამშრომლები. 
 
საჯარო ბიბლიოთეკის მიზანია  ხელი შეუწყოს  შშმ პირთა აქტიურ ჩართულობას საბიბლიოთეკო ცხოვრებაში, რაც გულისხმობს შშმ პირთა საჭიროებებს მორგებული სერვისების ფუნქციონირებისა და შესაბამისი რესურსების   უზრუნველყოფას, ასევე    ინფრასტრუქტურის ადაპტირებას. 
 
ონლაინ ტრენინგი  ჩატარდა ინკლუზიური ტრენინგის ცენტრის - ,,პარსა“ მიერ.

«««