სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


დისკუსია თემაზე: ,,გოგებაშვილის დედაენა დღეს - ენის სწავლების ტრადიციები და თანამედროვე გამოწვევები“
დისკუსია თემაზე: ,,გოგებაშვილის დედაენა დღეს - ენის სწავლების ტრადიციები და თანამედროვე გამოწვევები“
აკაკი წერეთლის სახელობის ქ.ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში  დღეს გაიმართა პანელ დისკუსია თემაზე: ,,გოგებაშვილის დედაენა დღეს - ენის სწავლების ტრადიციები და თანამედროვე გამოწვევები“.
 
დისკუსიაში ჩართულები იყვნენ ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლი და ბათუმის დაწყებითი  კლასების მოქმედი პედაგოგები. 
 
ტრენერებმა/პედაგოგებმა აუდიტორიას  გაუზიარეს იაკობისეული დედაენით მოზარდებთან მუშაობის გამოცდილება, გოგებაშვილის მეთოდური მიდგომების დადებითი მხარეები მისი ნაკლოვანებები და სიძნელეები, თანამედროვე გამოწვევები და მათი დაძლევის გზები,  ,,დედაენით“ სწავლების სპეციფიკა ონლაინ საგაკვეთილო პროცესში.
 
დისკუსიის მომხსნებელები გახლდათ:  - აჭარის  განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის დაწყებითი განათლების მიმართულების ტრენერები:
☑️დალი თურმანიძე - ,,დედაენა და ონლაინ სწავლება პირველ კლასში -  სირთულეები და დაძლევის გზები“; 
☑️მზია სალაძე - ,,დედაენა - წარმატებისა და სიცოცხლისუნარიანობის საიდუმლო ‘‘;
☑️ლეილა წულუკიძე - ,, იაკობ გოგებაშვილის ,,დედაენა“ როგორც საუკეთესო დამხმარე რესურსი სწავლების პროცესში“;
☑️ნინო ვაშალომიძე - ,, მესამე თაობის ესგ და დედაენის სწავლების პრინციპი“.

«««