საახალწლო ზეიმი

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში საახალწლო ზეიმი გაიმართა.
ღონისძიება საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების უფროსმა თინა ცენტერაძემ გახსნა, პატარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და მომავალი წლიდან ბიბლიოთეკაში აქტიური სიარულისკენ მოუწოდა.
პატარა სტუმრების განწყობაზე, ანიმატორებმა იზრუნეს. ღონისძიების კულმინაცია თოვლის პაპას გამოჩენა იყო, რომელმაც ბიბლიოთეკის სტუმრებს საჩუქრები დაურიგა.