შეხვედრა ედიშერ ფუტკარაძესთან და მისი ახალი წიგნის — „მუდამ იყავი ადამიანი“ — პრეზენტაცია
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა პროფესორ ედიშერ ფუტკარაძესთან და მისი ახალი წიგნის — „მუდამ იყავი ადამიანი“ — პრეზენტაცია.
შეხვედრა წარიმართა კითხვა–პასუხის ფორმატში. ავტორმა მოკრძალებით, მაგრამ გულწრფელად და სიღრმისეულად ისაუბრა ადამიანის ღირსებაზე, პირად გამოცდილებაზე და თანამედროვე ფასეულობებზე.
შეხვედრაზე განხილული იყო განათლებისა და ცოდნის როლი საზოგადოების განვითარებაში, ასევე ლიტერატურის მნიშვნელობა აზროვნებისა და ემოციების ჩამოყალიბებაში.















