სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეული
წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეული
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში,  კიდევ ერთი ღონისძიება გაიმართა. კერძო სკოლა „გორდას“ მოსწავლეებს მთავარმა ბიბლიოთეკარმა ლელა სურმანიძემ ბავშვთა დარბაზის გამორჩეული წიგნადი ფონდიდან, სხვადასხვა დროს, ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველების მიერ დამზადებული ხელნაკეთი და ხელნაწერი წიგნები წარუდგინა. 
დღევანდელ ღონისძიებაზე წიგნის კითხვის მნიშვნელობის და აუცილებლობის გარდა საუბარი შეეხო წარმატებაზე, რომელიც თავდაუზოგავი შრომით მიიღწევა, მაგალითისთვის კი  გამორჩეული ახალგაზრდა ბათუმელი პიანისტის თამაზ მჟავანაძის ხელნაკეთი წიგნი წაუკითხა, რომელიც ავტორმა ბიბლიოთეკას 2011 წელს უსახსოვრა. 
პატარა ნოველაში - „ჩემი პირველი ნაბიჯები“ პიანისტი გვიყვება  საკუთარ ოჯახზე, სკოლაზე, მასწავლებლებზე, მუსიკაზე და ცხოველებთან მეგობრობაზე. საუბრობს მიზანზე, რომელიც 5 წლის ასაკში დაისახა და როგორ შრომობს მის მისაღწევად.( აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დღეს თამაზ მჟავანაძე ამერიკაშ მოღვაწეობს და წარმატებული ხელოვანია). 
პატარა მიზანდასახული ბიჭის ისტორიამ მოსწავლეებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. მთავარ ბიბლიოთეკარს „გორდელებმა“ საკუთარი ოცნებები გაუმხილეს, არმოჩნდა რომ უმრვალესობა უნდა რომ ექიმი, ან მასწავლებელი გახდეს, ამისთვის კი პირობა დადეს რომ სასკოლო წიგნების გარდა, იკითხავენ კლასგარეშე ლიტერატურას და ბიბლიTეკის ხშoრი სტუმრები იქნებიან. 
ტრადიციულიულად, მოსწავლეებს ბიბლიოთეკის სერვისებზე, წიგნის სარგებლობის წესებზე და ბიბლიოთეკის როლზე განათლების საქმეში, განყოფილების ხელმძღვანელი თინა ცენტერაძეი ესაუბრა.

«««