სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეული
წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეული
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეულის ფარგლებში,  მეშვიდე ღონისძიება გაიმართა, რომელიც ბესიკ კეკელიძის წიგნის “ტყისპირა ქოხიდან მოყოლილი ამბავი” განხილვას დაეთმო. 
შეხვედრაზე, რომელსაც სკოლა “გორდას”  IV კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, იმსჯელეს ერთ-ერთი მოთხრობის შინაარსზე და მათთვის საინტერესო ამონარიდები განმეორებით წაიკითხეს, მასში წამოჭრილ პრობლემებზე კი საინტერესო დისკუსია გაიმართა.
მთავარი ბიბლიოთეკარი ნანა კვაჭაძე ამბობს, რომ ბესიკ კეკელიძის აღნიშნული წიგნის წაკითხვა, თემატიკის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, მოსწავლეებისთვის სავალდებულო უნდა იყოს, ამიტომაც, ბოლო ორი წელიწადია  III-V კლასის მოსწავლეებს, სხვა მნიშვნელოვან ნაწარმოებებთან ერთად, “ტყისპირა ქოხიდან მოყოლილ ამბებს” უკითხავს. წიგნში თავმოყრილია მოთხრობები, სადაც საუბარია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: სიყვარული, შრომა, მეგობრობა, უფლის სიყვარული,  უფლის დამოკიდებულება მოყვასისადმი.
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების ხელმძღვანელმა თინა ცენტერაძემ მოსწავლეებს ბიბლიოთეკაში მკითხველად გაწევრიანებისა და წიგნით სარგებლობის წესები აუხსნა, ასევე, ესაუბრა  ლიტერატურის ირგვლივ, რომელიც საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების წიგნად ფონდებში ინახება და ხელმისაწვდომია ნებისმიერი ასაკის მკითხველთათვის.

«««