ინფორმაციული ტექნოლოგიების და ელექტრონული რესურსების განყოფილება

ინფორმაციული ტექნოლოგიების და ელექტრონული რესურსების განყოფილება აღჭურვილია უახლესი კომპიუტერული ტექნოლოგიებით. მომხმარებელს აქვს საშუალება უფასოდ შეისწავლოს კომპიუტერით სარგებლობისათვის საჭირო უნარ-ჩვევები, ისარგებლოს კომპიუტერული ტექნიკით და ინტერნეტით.
განყოფილებაში მიმდინარეობს ბიბლიოთეკის ფონდის ელექტრონული კატალოგების შექმნა.