
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა არის ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საბიბლიოთეკო საქმის შესახებ და კულტურის შესახებ საქართველოს კანონებისა და ქალაქ ბათუმის მერიის სამართლებრივი აქტების საფუძველზე შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. ბიბლიოთეკა წარმოადგენს კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო-ინფორმაციულ დაწესებულებას.
მოკლე ინფორმაცია
სრული სახელწოდება
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი "აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა"
ბიბლიოთეკის რეკვიზიტები
მისამართი: 6000 ქ. ბათუმი, ვაჟა-ფშაველას ქუჩა №21
ტელ: 27 35 74
ფაქსი: 27 35 74
ვებ-გვერდი: www.bpl.ge
E-mail: bibliotekabatumis@gmail.com
bibliotekasajaro@gmail.com
ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი
დირექტორი - ჯონი საბაშვილი
ბიბლიოთეკის დაარსების თარიღი
1902 წელი
ბიბლიოთეკის ფართი
ძირითადი კორპუსის (ვაჟა-ფშაველას ქუჩა №21)
საერთო ფართია 1 517,09 კვ. მეტრი.
საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების (ჯავახიშვილის ქუჩა №72)
საერთო ფართია 547.19 კვ. მეტრი.
ბიბლიოთკის თანამშრომელთა საშტატო რაოდენობა
79 ერთეული
მკითხველთა კატეგორია
ყველა კატეგორიის მკითხველი
სამკითხველო ადგილების რაოდენობა
ძირითადი კორპუსი (ვაჟა-ფშაველას ქუჩა №21) - 153 ადგილი
საბავშვო ახალგაზრდობის განყოფილება (ჯავახიშვილის ქუჩა №72) - 86 ადგილი
რეგისტრირებულ მკითხველთა რაოდენობა
2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ბიბლიოთეკის ფონდი შეადგენს: 596 640 ერთეულს.
მათ შორის:
წიგნი 373 839 ცალი
აუდიო წიგნი – 84 ერთეული
აუდიო-ვიდეო მასალა – 1022 ცალი
ფოტომასალა – 182 ცალი
რუქა – 47 ცალი
კალენდარი - 13 ცალი
პლაკატი - 13 ცალი
ნოტი - 35 ცალი
სასწავლო თამაშობანი – 46 ცალი
ჟურნალი – 152 388 ერთეული
გაზეთი – 38 069 ცალი და 3 902 კომპლექტი.
დამსწრეთა რაოდენობა და გაცემა
2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით გაწევრიანდა (ჩაეწერა) 2 483 მკითხველი, დამსწრეთა რაოდენობა შეადგენს 25 771 მკითხველს და მათზე გაცემულია 120 860 ბეჭდვითი ერთეული. მათ შორის: წიგნი 37 168 ცალი, ჟურნალი 11 711 ცალი, გაზეთი 71 907 ცალი. აგრეთვე, ,,ამერიკული კუთხის“ და ერთი კომპიუტერული ცენტრის 520 მომხმარებელმა 533 - ჯერ ისარგებლა კომპიუტერით (ინტერნეტით), 146 - ჯერ კი აუდიო-ვიდეო მასალით.