
საცნობარო-ბიბლიოგრაფიული და სამხარეთმცოდნეო განყოფილება მკითხველს სთავაზობს მომსახურებას ბიბლიოთეკის საცნობო-საძიებო სისტემის გამოყენებით: კატალოგებით, სამხარეთმცოდნეო კარტოთეკებით, საცნობარო-ბიბლიოგრაფიული და სამხარეთმცოდნეო განყოფილების წიგნადი ფონდით, თემატური კარტოთეკებით, ინტერნეტ რესურსებით. ასევე, განყოფილება მკითხველს ემსახურება ბიბლიოგრაფიული კონსულტაციით:
-როგორ მოძებნოს მისთვის საჭირო ლიტერატურა;
-მიიღოს დაზუსტებული ინფორმაცია წიგნის ან სტატიის მონაცემებზე;
-მიიღოს თემატური და მეთოდური ზეპირი ცნობები;
-მიიღოს ინფორმაცია ბიბლიოთეკის კატალოგების, კარტოთეკების, საცნობო-ბიბლიოგრაფიული გამოცემების გამოყენების შესახებ.