საერთო სამკითხველო დარბაზი
საერთო სამკითხველო დარბაზი ემსახურება 15 წლის ზევით ასაკის მოსწავლეებს და სტუდენტებს, ასევე მკითხველთა საერთო კონტინგენტს. დარბაზი აკმაყოფილებს მკითხველის ყველა საგანმანათლებლო და საინფორმაციო მოთხოვნას, ემსახურება მას სისტემატიური და ანბანური კატალოგებით, ახალმიღებული ლიტერატურის საინფორმაციო სიებით, სარეკომენდაციო საძიებლებით, ბიბლიოგრაფიული მიმოხილვებით, ახალი ლიტერატურის საინფორმაციო ბიულეტენებით. დარბაზში იმართება ახალი წიგნების წარდგენა-განხილვა.