სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ღონისძიებები
24 აპრილი 2014 წელი
დედამიწის დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
2014 წლის 24 აპრილს, 16 საათზე ბიბლიოთეკის "ამერიკულ კუთხეში" გაიმართა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა. შეხვედრას უძღვებოდა მშვიდობის კორპუსის მოხალისე სარა იბშაიერი. მონაწილეობდნენ ბათუმის საჯარო სკოლის მოსწავლეები.

»»»

23 აპრილი 2014 წელი
"ბიბლიოთეკის კვირეულის" გახსნა
2014 წლის 23 აპრილს, 16 საათზე ბიბლიოთეკაში გაიმართა "ბიბლიოთეკის კვირეულის" გახსნა-წიგნის საერთაშორისო დღე: პოეტ დავით თედორაძის დაბადებიდან 65 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო.

»»»

17 აპრილი 2014 წელი
ახალგაზრდა პოეტის აჩი ბერიძის წიგნის "ქაოსი"-ს პრეზენტაცია
2014 წლის 17 აპრილს,ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში გაიმართა ბათუმელი ახალგაზრდა პოეტის აჩი ბერიძის წიგნის "ქაოსი"-ს პრეზენტაცია. ღონისძიებას უძღვებოდა პოეტი გენრი დოლიძე

»»»

14 აპრილი 2014 წელი
"დედაენის" დღე
2014 წლის 14 აპრილს, ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში გაიმართა შეხვედრა "დედაენის" დღისადმი მიძღვნილი. მოწვეულნი იყვნენ ქ. ბათუმის კერძო სკოლა "შპს თაობა-21" მოსწავლეები.

»»»

14 აპრილი 2014 წელი
დედაენის დღისადმი მიძღვნილი მუხრან მაჭავარიანის პოეზიის საღამო
2014 წლის 14 აპრილს, 17 საათზე ბიბლიოთეკაში გაიმართა დედაენის დღისადმი მიძღვნილი მუხრან მაჭავარიანის პოეზიის საღამო. კერძო სკოლა "განათლების" მოსწავლეებმა წარმოადგინეს მუხრან მაჭავარიანის ლექსებზე აგებული ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია. პოეტებმა და მწერლებმა წაიკითხეს ლექსები.

»»»