
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებული იქნება. ბიბლიოთეკის შესასვლელში ეტლით მოსარგებლეებისათვის პანდუსს, კომპანია "ჯეოსელის" და ორგანიზაცია "სთეფ ფორვარდის" მხარდაჭერით ამონტაჟებენ.
ამასთან ბიბლიოთეკაში არსებული ყველა რესურსი - წიგნები და კომპიუტერები პირველ სართულზე იქნება ხელმისაწვდომი შშმ პირთათვის.
სხვადასხვა საჯარო შენობებზე სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის პანდუსების დამონტაჟება, ბათუმში ჯეოსელის ინიციატივით და ორგანიზაცია "სთეფ ფორვარდის" მხარდაჭერით, რამდენიმე თვის წინ დაიწყო.
ჯეოსელის დაფინანსებით უკვე გაკეთდა ბათუმის მეორე საჯარო სკოლის (სადაც ეტლით მოსარგებლე ბავშვები სწავლობენ) და ვეტერანთა კლუბის პანდუსებით აღჭურვა.