სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ტრეინინგ-სესია „ბიზნესის უნარ-ჩვევები“
ტრეინინგ-სესია „ბიზნესის უნარ-ჩვევები“

2017 წლის 10 მარტს, 10 საათზე ბიბლიოთეკის „ამერიკული კუთხე“-ში „ბიზნესის უნარ-ჩვევების“ პროგრამის პედაგოგთა ტრენერთა ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც დაესწრნენ გურიისა და აჭარის რეგიონის პედაგოგები და მოხალისეები სხვადასხვა ბიზნეს სექტორებიდან. ტრენინგი „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო“ ბათუმის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრთან თანამშრომლობით და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა.

ა(ა)იპ „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო“ არის „ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიოს“ პროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაცია საქართველოში. მისი მიზანია მოამზადოს ახალგაზრდები გლობალურ ეკონომიკაში წარმატების მისაღწევად. ბიზნესის უნარ-ჩვევების დაწყებითი განათლების პროგრამების ქართული ვერსია „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო“-მ მოამზადა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) ფარგლებში, რომლის მიზანია ახალგაზრდებში ფინანსური წიგნიერების ამაღლება, მათთვის სამეწარმეო უნარების განვითარება და სამუშაოსთვის მზაობის უნარ-ჩვევების გამომუშავება. 2017 წლის იანვრიდან „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო” შესაძლებლობას აძლევს ყველა სკოლას, მათ შორის კერძო სკოლებსაც, ჩაერთონ ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამაში, რათა აღნიშნული უნარ-ჩვევები და სასწავლო მეთოდოლოგია უფრო მეტი მოსწავლისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. გარდა “ბიზნესის უნარ-ჩვევების” პროგრამისა “ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო” სხვადასხვა პროექტებით აქტიურადაა ჩართული სამეწარმეო განათლების გავრცელებასა და განვითარებაში, ასევე მომავალში გეგმავს კიდევ სხვა ღონისძიებების ჩატარებას აჭარის რეგიონში.


«««