აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის „ამერიკული კუთხე“ იწვევს უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს ორდღიან ტრეინინგ სესიაზე თემით 'როგორ შევქმნათ კვლევითი ნაშრომი' ['How to write a good Research Work].
ტრეინინგი ორდღიანია და გაიმართება 13 და 14 მარტს. დრო დაზუსტდება მოგვიანებით, აპლიკანტების მიერ მიღებული პასუხების შესაბამისად.
ტრეინინგის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან კლევის სხვადასხვა დიზაინის ტიპებს, იმუშავებენ საკვლევი კითხვების ფორმულირების გზებზე, შეისწავლენ კვლევის სხვადასხვა მეთოდებს, გაეცნობიან ლიტერატურის მიმოხილვის შესრულების გზებს, კვლევის შედგების ანალიზის, ანგარიშის დაწერის გზებს.
ტრეინინგი განსაკუთრებით ღირებულია მათთვის, ვინც საბაკალავრო, სამაგისტრო ან სადოქტორო ნაშრომის (თეზისის) შესრულებას გეგმავს.
ტრეინინგზე დასწრება უფასოა. შეხვედრები გაიმართება ბათუმის ამერიკულ კუთხეში (ქ.ბათუმი, ვაჟა-ფშაველას 21, საჯარო ბიბლიოთეკის შენობა).
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ონლაინ შემდეგ ბმულის მეშვეობით, არაუგვიანეს 6 მარტის 22:00 საათისა: https://goo.gl/HyihPC
დამატებითი შეკითხვების ქონის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
0422 27 21 62
551 52 20 54
გისურვებთ წარმატებას!