სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო პრემია
ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო პრემია

2017 წელი გამორჩეული და განსაკუთრებული იყო აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახლგაზრდობის განყოფილებისათვის.  განყოფილების უფროსი, მწერალი ინგა გოგიბერიძე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ წარადგინა ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო პრემიაზე ნომინაციით „ზეპირი მთხრობელი– ქალი, რომელიც ბავშვებს უკითხავს წიგნებს”. ამასთან დაკავშირებით ქალბატონი ინგა, 2017 წლის აპრილის თვეში, იტალიის ქალაქ ბოლონიაში გახლდათ მიწვეული და მივლენებული საჯარო ბიბლიოთეკის მიერ. დაუვიწყარი იყო უდიდესი შვედი საბავშვო მწერლის, ასტრიდ ლინგრდენის შვილიშვილთან შეხვედრა ბოლონიაში, წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც ტარდებოდა წარდგენილ ნომინანტთა დაჯილდოებაც. ინგა გოგიბერიძეს იტალიის სხვადასხვა ქალაქებში  საქმიანი და საინტერესო შეხვედრები ჰქონდა:  ქალაქ ბოლონიაში – საბავშვო წიგნის ფესტივალზე, ქალაქ ბერგამოში – საჯარო სკოლაში, სადაც გიორგი კეკელიძის „თომას ზღაპრები“ წაიკითხა, (ქართულად და იტალიურად) შემდეგ კი მილანის საჯარო სკოლაში, გიორგი კეკელიძის „თომთეს ზღაპარს“ დაემატა ოტია იოსელიანის ,,კიტრი, ნესვი და საზამთრო’’- ს კითხვა ისევ ორ ენაზე, ქართულად და იტალიურად განხორციელდა, პოეტის და მთარგმნელის, მელი თურმანიძის ხელშეწყობით.


«««