სამუშაო შეხვედრა კოლეგებთან
2018 წლის 22 ივნისს, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში, სამუშაო ვიზიტით, იმყოფებოდნენ ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომლები, ქალბატონები: რიტა წაქაძე, ეკატერინე ბარაბაძე, ნატო ასათიანი. შეხვედრაზე განვიხილეთ საბიბლიოთეკო საკითხები დავსახეთ სამომავლო ურთიერთობების გეგმები და გავიზიარეთ ერთმანეთის გამოცდილებები რაც დადებითად აისახება საბიბლიოთეკო საქმის განვითარებასა და წინსვლაზე.