23 ივლისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ესეების კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კონკურსი „საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციისა" და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით ჩატარდა. ესეების კონკურსი „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი" რეგიონალურ ბიბლიოთეკებში 26 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით გაიმართა. იგი საქართველოს პრეზიდენტის ახალი კამპანიის "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი" ფარგლებში ჩატარდა. აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა ულოცავს ჩვენი ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების უფროსს, ქალბატონ ინგა გოგიბერიძეს საუკეთესო ესე-მახარობელი ესეს ტიტულს და კიდევ მრავალ წარმატებას უსურვებს...