სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ღია კარის დღე
ღია კარის დღე
2018 წლის 2 ნოემბერს, 15 საათზე, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების მოსწავლეთა დარბაზს სტუმრობდა კერძო სკოლა „ნიკეს“ მე-3 კლასის მოსწავლეები. (დამრიგებელი ნინო ლაზიშვილი). პედაგოგები: თინათინ ჭეიშვილი, ნათია კოსტავა და მზია ბერიძე .
ბავშვებს გულთბილად მიესალმა საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი ქალბატონი თინა ცენტერაძე.
მოსწავლეებმა გაგვაოცეს თავიანთი ცოდნით ბიბლიოთეკის შესახებ, რომელიც შინაარსობრივად განავრცო მთავარმა ბიბლიოთეკარმა მედეა კალანდარიშვილმა.
შეხვედრა ჩატარდა დიალოგის ფორმით, ყველამ გამოთქვა თავისი აზრი. მთავარმა ბიბლიოთეკარმა ნანა კვაჭაძემ მასწავლებლებს შესთავაზა ტრადიციად დამკვიდრდეს ,,ნიკელების’’ სტუმრობა ბიბლიოთეკაში, ყოველი თვის მეორე და მეოთხე პარასკევს.
ბავშვების დიდი მოწონება დაიმსახურა ,,საზღაპრეთის“ სივრცემ.
ამ დღეს ბიბლიოთეკამ 15 ახალი მკითხველი შეიძინა.

«««