სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ტრენინგი - „მედია წიგნიერება და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები“
2018 წლის 26 ნოემბერს, 12 საათზე აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის „ამერიკულ კუთხეში“ ჩატარდება ტრენინგი - „მედია წიგნიერება და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები“. 
ბიბლიოთეკარებისათვის შექმნილი კურსია, რომლის მიზანია საბიბლიოთეკო საქმეში დასაქმებული კადრების გადამზადება, ინფორმაციულ ეპოქაში არსებული გამოწვევებთან გასამკლავებლად. ტრენინგის შინაარსი მოიცავს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებიდან მიღებული ინფორმაციის კრიტიკული ანალიზის უნარების შეძენას და დეზინფორმაციის ამოცნობის ხერხების შესწავლას. 
ტრენინგ კურსის ავტორია მამუკა საფარიძე - პოლიტიკური მეცნიერების მაგისტრი, ბათუმის „ამერიკული კუთხის“ პროგრამის კოორდინატორი. 

«««