სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე
1 თებერვალს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება!!!
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა ყველა წელს აქტიურადაა ჩართული ამ ღონისძიებაში და წელსაც, 2019 წლის 1 თებერვალს, ბიბლიოთეკის მიმდებარე სკვერებში ვგეგმავთ საინტერესო აქტივობებს  #ვიკითხოთერთად
#შევცვალოთსამყარო 
  
1 თებერვალი-13-14 საათამდე ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების შენობის მიმდებარე სკვერში ბათუმის მე-10 და მე-20 საჯარო სკოლის მოსწავლეების და ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრები პატარებისათვის (ჯავახიშვილის #72) ჩატარდება წიგნის საჯაროდ კითხვა. წაკითხული იქნება ასტრიდ ლინდგრენის -„პეპი გრძელი წინდა.“
 
  1 თებერვალი -14-15 საათამდე ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის შენობის მიმდებარე სკვერში, ქალაქ ბათუმის მე-4 საჯარო სკლის მე-6 კლასის მოსწავლეებისათვის  (ვაჟა ფშაველას #21) ) ჩატარდება წიგნის საჯაროდ კითხვა. წაკითხული იქნება ვაჟა-ფშაველას „ქუჩი“
 
  1 თებერვალი -15-16 საათამდე ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის შენობის ეზოში ქალაქ ბათუმის კავკასიის ბიზნეს სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებისათვის (ვაჟა ფშაველას #21) ჩატარდება წიგნის საჯაროდ კითხვა. წაკითხული იქნება თამარ მეფის ისტორია.
 
  1 თებერვალი -17-18 საათამდე ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის „კითხვის დროის“ სივრცეში , ინგასთან და საჯარო მოხელეებთან ერთად ჩატარდება წიგნის საჯაროდ კითხვა. წაკითხული იქნება ნიკო ლორთქიფანიძის „თავსაფრიანი დედაკაცი“.

«««