სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ღია კარის დღე
ღია კარის დღე

2019 წლის 8 თებერვალს აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ღია კარის დღის ფარგლებში სტუმრად ქალაქ ბათუმის კერძო სკოლა ,,ევრო 2000“ მე- 5 კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ. (პედაგოგი - ნატა ჩახვაძე) ბავშვები გაეცნენ და დაათვალიერეს საჯარო ბიბლიოთეკის ულამაზესი სივრცეები, საცავები და ეზო. გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები. საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა ინგა გოგიბერიძემ პატარა სტუმრებს ოტია იოსელიანის საბავშვო მოთხრობა ,,მოდის მატარებელი...“ წაუკითხა. ამ პატარების სახით ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის მკითხველთა რიცხვს კიდევ 30-მდე ბავშვი შეემატა. ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის კარი ღიაა ყველა თაობისთვის და განსაკუთრებით საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებისათვის!!! გელოდებით სიყვარულით!


«««