სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


„ევროპის მემკვიდრეობის დღეები''-რარიტეტური წიგნების გამოფენა
„ევროპის მემკვიდრეობის დღეები

ა(ა)იპ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა მიიჩნევს აუცილებლად ჩაერთოს „ევროპის მემკვიდრეობის დღეების“ საქართველოში დაგეგმილ აქტივობებში და გამოთქვამს მზადყოფნას ამა წლის 5 ოქტობერს ჩაატაროს ღონისძიება „ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის წიგნად ფონდში დაცული ევროპულ ქვეყნებში გამოცემული რარიტეტული ლიტერატურის გამოფენა“. ღონისძიების კონცეფცია განსაზღვრულია როგორც საერთო ევროპული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პოპულარიზაციაზე დაფუძნებით,ასევე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის გაცნობით ახლაგაზრდებისათვის. ღონისძიების ფარგლებში, ამა წლის 5 ოქტომბერს, ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ღია სამკითხველო სივრცეში გაიმართება ბიბლიოთეკის წიგნად ფონდში დაცული უნიკალური, მეთვრამეტე - მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეში გამოცემული ფრანგულენოვანი, გერმანულენოვანი, ინგლისურენოვანი და სხვა ევროპულ ქვეყნებში გამოცემული რარიტეტული ლიტერატურა. ასევე გამოიფინება ძველი ქართული ლიტერატურის ნიმუშები,რომლებიც ასევე ევროპული ლიტერატურულ- კულტურული მემკვიდრეობის დიდი ოჯახის ღირსეული წვერები არიან. ღონისძიების დამსწრე საზოგადოების ძირითად ბირთვად მოვიაზრებთ ქალაქ ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეთა სხვადასხვა ასაკობრივ სეგმენტს.


«««