სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდით წარსდგა
საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდით წარსდგა

2019 წლის 16-20 ოქტომბერს, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდით წარსდგა.პროექტის ფარგლებში მონაწილეობა გამომცემლობა „ინტელექტმა“ მიიღო; ამავე გამომცემლობის მხარდაჭერით გამოიცა მინიატურების კრებული „თოვლის გამყიდველი“, რომლის ავტორი მწერალი, მინიატურისტი, ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო პრემიის ნომინანტი, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი - ინგა გოგიბერიძეა.
ამ მნიშვნელოვან საეთაშორისო პროექტში ჩართულია ქართველი და უცხოელი მწერლები და გამომცემლობები, რომელთა მონაწილეობითაც საქართველო წარმოდგენილია ეროვნული სტენდით სცენაზე GEORGIAN CHARACTERS.
2019 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სხვადასხვა სივრცეებში ყოველდღიურად იმართებოდა ქართველ და უცხოელ მწერლებსა და გამომცემლობებს შორის საინტერესო შეხვედრები, ლიტერატურული და კულტურული ღონისძიებები, რომლის მეშვეობითაც ფესტივალში მონაწილე ლიტერატორები და მწერლები თავიანთ გამოცდილებასა და სიახლეებს აცნობდნენ და უზიარებდნენ ერთმანეთს. გაიმართა საინტერესო პრეზენტაციები, შეხვედრები წიგნის გამავრცელებელთა საზოგადოებასთან, ქართველ ემიგრანტთა პოეზიის საღამო, რომელიც ემოციებითა და სიყვარულით იყო გაჟღენთილი.
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკისათვის მნიშვნელოვანი ფაქტი იყო ქალბატონ ინგა გოგიბერიძის ვიზიტი ფრანკფურტის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში, სადაც სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დაისახა.
სამომავლოდაც მრავალი სიახლე ელის ქართულ ლიტერატურულ სივრცეს - ახალი თარგმანები, ავტორები... საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოცოაციამ უდიდესი შრომა გაწია და დარწმუნებული ვართ ეს წელი კიდევ უფრო მეტ წარმატებას მოუტანს ჩვენს ბიბლიოთეკას და საქართველოს - საერთაშორისო ლიტერატურულ ასპარეზზე.
წარმატებულად დასრულდა 2019 წლის ფრანკფურტის წიგნის ფესტივალი... წინ საინტერესო გზებია...

 

   


«««