ოთარ გაგუას ახალი წიგნის - ,,სიცოცხლისა და სიკეთის მსახური - დაუთ ასამბაძე“ წარდგენა

2019 წლის 6 დეკემბერს, 17 საათზე აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ჩატარდება ცნობილი პუბლიცისტის, მკვლევარისა და საზოგადო მოღვაწის ოთარ გაგუას ახალი წიგნის - ,,სიცოცხლისა და სიკეთის მსახური - დაუთ ასამბაძე“ წარდგენა. წიგნის რედაქტორი გახლავთ ბატონი ავთანდილ ბერიძე, რომლიც აგრეთვე წარუძღვება ავტორთან შეხვედრას.
დასწრება თავისუფალია.