სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა მუშაობას იწყებს 8 ივნისს
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა მუშაობას იწყებს 8 ივნისს

მოგესალმებით მეგობრებო, დღეს, ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი ბატონი გიორგი კეკელიძე სტუმრობდა.
ერთობლივი გადაწყვეტილებით და ქალაქის მერიასთან შეთანხმებით გადაწყდა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა მუშაობას იწყებს 8 ივნისს, აღდგება ყველა ის საქმიანობა, რომელიც არ უკავშირდება ადგილზე მკითხველის მომსახურებას.
16 ივნისიდან სამკითხველო დარბაზებიც გაიხსნება, თუმცა იქამდე ჩვენ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას ბიბლიოთეკის დისტანციური მომსახურების გამოცდისთვის და მისი განვითარებისთვის.
ბატონმა გიორგიმ მოგვაწოდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH) სარეკლამო სახის რეკომენდაციები და მათი სრული დაცვით, (რისკ ჯგუფების გამოკლებით) ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა დაუბრუნდება ჩვეულ რიტმს!
ბიბლიოთეკის ყველა თანამშრომლისთვის უკვე შეძენილია მრავალჯერადი მოხმარების პირბადეები და დამცავი ფარები. ერთი სიტყვით, ჩვენც უკვე კარგა ხანია ვერგებით ახალ გარემოს.
ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას!


«««