სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


საზაფხულო რჩევები პატარა მკითხველებს და მათ მშობლებს

მოგესალმებით პატარა და საყვარელო მეგობრებო, ჩვენო ერთგულო მსმენელებო. დღეს მე წაგიკითხავთ ზღაპრებს „თხამ ვენახი შეჭამა“   და   „ნახევარქათამა.“   აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა,  ზრუნავს  იმისათვის, რომ გაგიმრავალფეროვნოთ და საინტერესოდ გაიყვანოთ დრო ზაფხულის ცხელ დღეებში.   TV ბიბლიოთეკა გთავაზობთ საბავშვო, შემეცნებით გადაცემას ,, ლიტერატურული თამაში“. წაკითხული წიგნებიდან პერსონაჟებს მივცეთ თავისუფლება. ჩვენი ფანტაზიის მიხედვით მოვიფიქროთ, შევქმნათ ახალი შედევრები, რომელსაც თქვენით მოიფიქრებთ. 

      ვიმოგზაუროთ ჯადოსნურ სამყაროში და თან ვითამაშოთ. როგორ?

                                               ეხლავე აგიხსნით:

წავიკითხოთ ორი ან რამოდენიმე საბავშვო მოთხრობა, ზღაპარი და წაკითხვის შემდეგ შევადაროთ, დავაახლოვოთ, ჩავრთოთ ჩვენი საყვარელი სათამაშოები, დავხატოთ პერსონაჟები  და ერთ სამყაროში მოვუყაროთ თავი. ასე შევქმნათ ახალი შედევრები, რომელსაც თქვენს სამყაროს დაარქმევთ.

 

 ჩვენო ძვირფასებო, ეს ვიდეო გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს, რათა უფრო მეტმა შეძლოს ნახვა და ლიტერატურულ თამაშში ჩართვა. თქვენს მიერ შექმნილი ახალი შედევრები გამოგვიგზავნეთ ელექტრონულად აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის გვერდზე.

აბა წარმატებები!

ლიტერატურული თამაში დაიწყო!

 


«««