სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


უფასო ტრეინინგ-კურსი
უფასო ტრეინინგ-კურსი
ხარ ინგლისურის ენის ახალბედა პედაგოგი ან გეგმავ გახდე მასწავლებელი უახლოეს მომავალში? 
 
 ბათუმის ამერიკული კუთხე და ინგლისური ენის სწავლებისა და ტრეინინგ-ცენტრი ‘აიენთი’ ინგლისური ენის ახალბედა პედაგოგებისთვის შექმნილ სპეციალურ უფასო ტრეინინგ-კურსს გთავაზობთ.
 
 'Becoming a Teacher' პროფესიონალი და საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე ტრენერების მიერ შედგენილი სასწავლო პროგრამაა. პროგრამის განმავლობაში მონაწილეები მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ინგლისური ენის სწავლების საუკეთესო სტრატეგიებისა და მეთოდიკის შესახებ. თქვენთვის შექმნილი სასწავლო მოდული გულისხმობს როგორც ინტენსიურ სამუშაო საათებს ტრენერებთან, ისე სპეციალურად შექმნილ საკლასო გარემოში შესწავლილი ახალი ტექნიკების გამოყენების შესაძლებლობას. პროექტის მონაწილეებს მიეცემათ საშუალება დაესწრონ რეალურ საგაკვეთილო პროცესს და ასევე მიიღონ უკუკავშირი პროექტის განმავლობაში მათ მიერ ჩატარებული საჩვენებელი აქტივობების შესახებ.
 
 პროექტში მონაწილოების მიღება შეუძლიათ აჭარაში მცხოვრებ:
- ინგლისური ენის იმ ახალბედა პედაგოგებს, რომელთა სამუშაო გამოცდილებაც არაუმეტეს ერთი წელია.
- ინგლისური ფილოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს.
- ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო საფეხურის დამამთავრებელი, მე-4, კურსის სტუდენტებს.
 
 პროექტში მონაწილეობისთვის საჭიროა გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია არაუგვიანეს 15 ოქტომბრისა შემდეგი ბმულის მეშვეობით: shorturl.at/qGHY6
გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ინგლისურენოვან სარეგისტრაციო ფორმაში მოცემულ ინფორმაციას.
 
 პროექტის განხორციელების ვადები: ნოემბერი-დეკემბერი, 2020
 
 პროექტის ფინანსური მხარდამჭერია US Embassy Tbilisi, Georgia
 

«««