სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


3 თებერვლიდან ბიბლიოთეკა გაანახლებს მკითხველთა მომსახურებას

მეგობრებო, 8-თვიანი პაუზის შემდეგ, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკამ მუშაობა, დღეს, 3 თებერვალს, წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ნაწილობრივ განაახლა.

ბიბლიოთეკიდან წიგნის დროებითი სარგებლობისთვის გაცემას უზრუნველყოფს აბონიმენტისა და საბავშვო ახალგაზრდული განყოფილებები, ასევე ამერიკული კუთხე.

ამ ეტაპისთვის ბიბლიოთეკაში კვლავ შეზღუდულია სამკითხველო დარბაზების მუშაობა.

წიგნის გაცემა და მიღება  COVID-19-თან დაკავშირებული რეგულაციებით იწარმოებს.

თარიღთან დაკავშირებით, ბიბლიოთეკაში დღეს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი იმყოფებოდა. არჩილ ჩიქოვანი ბიბლიოთეკის დირექტორთან ერთად დასრულებულ და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, ასევე დაათვალიერა ბიბლიოთეკის სივრცეები.

   


«««