სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


კონკურსი მოსწავლეებისთვის მედიაწიგნიერების საკვირაო სკოლაში მისაღებად
კონკურსი მოსწავლეებისთვის მედიაწიგნიერების საკვირაო სკოლაში მისაღებად
  გაზეთი „ბათუმელები“ „ბათუმის ამერიკულ კუთხესთან“ ერთად აცხადებს კონკურსს სკოლის მოსწავლეებისათვის მედიაწიგნიერების საკვირაო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად.
 
  მედია წიგნიერების საკვირაო სკოლის  მსმენელები 2 თვის განმავლობაში გაივლიან კურსს ჟურნალისტიკასა და მედიაწიგნიერებაში. მედიაწიგნიერების საკვირაო სკოლის მონაწილეები ისწავლიან ახალი ამბებისა და ვიდეო/ფოტომასალის მომზადებას, ინტერვიუს ჩაწერას, ციფრული მედიის სპეციფიკას, მედიაწიგნიერების ისეთ საკითხებს, როგორიცაა ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირება და ა.შ.
 
 პროგრამის მონაწილეები თავად მოამზადებენ ჟურნალისტურ მასალებს ტრენერების დახმარებით. მათ მიერ მომზადებული ნამუშევრები გამოქვეყნდება „ბათუმელების“ ვებგვერდზე batumelebi.ge.
 
  მედიაწიგნიერების საკვირაო სკოლის სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები მიიღებენ სერტიფიკატს.
 
  მედიაწიგნიერების საკვირაო სკოლაში სწავლა უფასოა.
 
  კონკურსის პირობები:  კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ X, XI და XII კლასის მოსწავლეებს აჭარიდან; კონკურსის მონაწილე უნდა ფლობდეს კომპიუტერთან მუშაობის ელემენტარულ უნარ-ჩვევებს (ბეჭდვა, ელ.ფოსტა, სოციალური ქსელები). 
 
  კონკურსში მონაწილეობისთვის გამოგზავნეთ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი (რატომ გინდათ მონაწილეობა მედიაწიგნიერების საკვირაო  სკოლაში) ელექტრონულ ფოსტაზე – schoolbatumelebi@gmail.com;   სათაურში (subject) ქართული შრიფტით მიუთითეთ: მედია წიგნიერების საკვირაო სკოლა და თქვენი სახელი და გვარი [მაგალითად: მედია წიგნიერების საკვირაო სკოლა – ანა დუმბაძე].
 
  კონკურსში განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 15 მაისი.
 
  შერჩეულ კანდიდატებს თავად დავუკავშირდებით და შედგება გასაუბრება, რის საფუძველზეც შეირჩევა მედიაწიგნიერების საკვირაო სკოლის მონაწილე 12 მოსწავლე.
 
 სწავლა მედიაწიგნიერების საკვირაო სკოლაში დაიწყება მაისის ბოლოს. შეხვედრები მედიაწიგნიერების საკვირაო სკოლაში შედგება კვირაში ორჯერ, შაბათ – კვირას.  ტრენერები იქნებიან გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტები.
  პროგრამა ხორციელდება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

«««