სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


დედა ენა ანუ პირველი საკითხავი წიგნი სახალხო სკოლებისათვის
დედა ენა ანუ პირველი საკითხავი წიგნი სახალხო სკოლებისათვის
27 ოქტომბერს, 12:30 საათზე საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების ბავშვთა დარბაზში გაიმართება შეხვედრა ქალაქ ბათუმის მე-10 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებთან - ,,145 წლისთავი იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილი წიგნის ,,დედა ენა ანუ პირველი საკითხავი წიგნი სახალხო შკოლებისათვის“ გამოცემიდან“.
 
 დაწყებითი ასაკის ბავშვებს მიეწოდება ინფორმაცია იაკობ გოგებაშვილის ღვაწლის შესახებ, ,,დედაენის“ მნიშვნელობაზე, უპირატესობაზე და გამოცემების მრავალფეროვნებაზე. რა ეტაპები გაიარა და რა ტრანსფორმაცია განიცადა ,,დედაენამ „145 წლიდან დღემდე .
 
 ბავშვთა დარბაზში მოეწყობა საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში არსებული იაკობ გოგებაშვილის ,,დედაენის“ გამოცემები.
ნაჩვენები იქნება ვიდეო რგოლი:,,დედაენის ძველი და ახალი დღე“.
მოსწავლეები წაიკითხავენ დედაენისადმი მიძღვნილ ლექსებს.
 
შეხვედრა ჩატარდება Covid-19-ის რეგულაციების სრული დაცვით.

«««