სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ამერიკული კუთხე აცხადებს მიღებას ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების (Object-oriented programming) შემსწავლელ კურსზე
ამერიკული კუთხე აცხადებს მიღებას ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების (Object-oriented programming) შემსწავლელ კურსზე
 ამერიკული კუთხე აცხადებს მიღებას ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების (Object-oriented programming) შემსწავლელ კურსზე.
 
-კურსზე დარეგისტრირება შეუძლიათ 15-25 წლის მსურველებს.
-კურსი ჩატარდება ონლაინ ფორმატით, ნოემბერი-დეკემბრის პერიოდში.
-გაიცემა სერტიფიკატი.
 
- სარეგისტრაცო აპლიკაციის გამოგზვნის ბოლო ვადაა 28 ნოემბერი :
https://forms.gle/BUvesA9SvP2mLq7b6
 
ინფორმაცია კურსის შესახებ: 
 
კურსის ხანგრძლიობა: 5 კვირა
ლექციების რაოდენობა: 16 (კვირაში 3 შეხვედრა)
ლექციის ხანგრძლიობა: 2 საათი
 
სასწავლო კურსის ფორმატი:
 
• 90% პრაქტიკული სამუშაოები, 10% თეორიული კურსი.
• ლექციის დროს დიდი დრო დაეთმობა source code-ის განხილვას. თითოეული ლექცია მოიცავს ინდივიდუალურ და ჯგუფურ სამუშაოებს.
 
კურსში მონაწილეობისთვის საჭირო კრიტერიუმები:
 
• მონაწილე უნდა იყოს არანაკლებ 15 წლისა.
• უნდა გააჩნდეს ინტერესი ტექნოლოგიების მიმართ.
• ჰქონდეს ლოგიკური აზროვნების უნარი.
• უპირატესობად ჩაითვლება ინგლისურის საბაზისო დონე.
 
სასწავლო კურსის მიზანი:
 
• მოცემული კურსი მიზნად ისახავს პროგრამირებისა და ტექნოლოგიების პოპულარიზაციას აჭარის რეგიონში.
• ეს კურსი განკუთვნილია მათთვის ვისაც სურს გაეცნოს პროგრამირებას სამყაროს და პროგრამული ამოცანების გადაჭრით მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება შემდგომი განვითარებისთვის.
• კურსი ასევე მიზნად ისახავს დაეხმაროს აბიტურიენტებს პროფესიის შერჩევაში. კურსის მონაწილეებს ექნებათ შეხება ყოველდღიურ პროგრამულ ამოცანებთან, რითაც
ისინი გამოცდიან მათ შესაძლებლობებს პროგრამულ სამყაროში.
 
კურსის შედეგები:
 
• ვინაიდან C# არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ენა მსოფლიოში , კურსის გავლის შემდეგ მონაწილეებს შეეძლებათ განავითარონ თავიანთი შესაძლებობები ისეთი მიმართულებით როგორებიცაა: unity gaming , cross-platform applications, system programming, backend development და სხვა.
• მონაწილეები ისწავლიან Microsoft Visual Studio პროგრამის გამოყენებას და შეძლებენ საბაზისო პროგრამირების შექმნას მისი გამოყენებით
• გამოიმუშავებენ ისეთ უნარებს როგორებიცაა : ტექნიკური აზროვნება , ჯგუფური მუშაობა , კრეატიულობა, problem solving'
• ისწავლიან მუშაობას stackoverflow -სა და Github-თან.

«««