დედა ენის დღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია

14 აპრილს, 16:00 საათზე ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის რამაზ სურმანიძის სამკითხველო დარბაზში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია ,,თანამედროვე სალიტერატურო ქართულის ზოგი პრობლემა“ გაიმართება. სპიკერები: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: მამია ფაღავა და მაია ბარამიძე.
დასწრება თავისუფალია!