პროექტის „შენი იდეა ბათუმს“ ფარგლებში 2023 წელს დასაფინანსებელი იდეების რეგისტრაცია დაიწყო

პროექტის „შენი იდეა ბათუმს“ ფარგლებში 2023 წელს დასაფინანსებელი იდეების რეგისტრაცია დაიწყო.
იდეების წარდგენა შესაძლებელია 12 დეკემბრის ჩათვლით, ვებგვერდზე: www.idea.batumi.ge
პროექტის მიზანია მოქალაქეთა ჩართულობა საბიუჯეტო პროცესის ნაწილში და მათ საჭიროებებზე დაფუძნებული ბიუჯეტის შემუშავება.
გამარჯვებული იდეების განხორციელება ბათუმის მერიის 2023 წლის ბიუჯეტიდან 1 000 000 ლარით დაფინანსდება.