სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


უკრაინულენოვანი წიგნები
უკრაინულენოვანი წიგნები
უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე შულგა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებას ეწვია და საჩუქრად უკრაინულენოვანი წიგნები გადასცა.
 
ბიბლიოთეკის დირექტორმა ჯონი საბაშვილმა ალექსანდრე შულგას სამკითხველო დარბაზებში გამოფენილი უკრაინული წიგნები წარუდგინა, ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობაზე.
 
უკრაინულენოვანი წიგნები ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალაგზრდობის განყოფილებას საქველმოქმედო ფონდმა „ალილო-2015“-მა გადასცა. წიგნები საბიბლიოთეკო წესით დამუშავდა და უკვე ერთი თვეა დევნილობაში მყოფი უკრაინელი მოზარდებისთვის ხელმისაწვდომია.
 
ბიბლიოთეკის ადინისტრაციის გადაწყევტილებით, უკრაინელი მოზარდები, რომლებიც ბათუმის სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლაში სწავლობენ, მკითხველის ბარათები უფასოა. ასევე შიქმნა ახალი სივრცე და შესაძლებლობა მათი აქტივობებისთვის.
 
ალექსანდრე შულგამ ბიბლიოთეკის თანამშრომლებს  მადლობა გადაუხადა ბათუმში მცხოვრები უკრაინელების  მხარდაჭერისთვის.

«««