მასწავლებელთა საერთაშორისო კონფერენცია
3 სექტემბერს ბათუმში, სასტუმრო ჰილტონში გაიმართა მასწავლებელთა საერთაშორისო კონფერენცია, რომლის ორგანიზატორი და მასპინძელი გახლდათ საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნული აკადემია, კონფერენციაში მონაწილეობდა აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა, კონფერენციაზე მოხსენება ,,ბიბლიოთეკის საქმიანობა და სამომავლოლო გეგმები“ წარადგინა წამყვანმა ბიბლიოთეკარმა ანა მჟავანაძემ.