სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


თუ ხარ 15 - 25 წლამდე და გაინტერესებს ბუნების კონსერვაცია...
თუ ხარ 15 - 25 წლამდე და გაინტერესებს ბუნების კონსერვაცია...
თუ ხარ 15 - 25 წლამდე და გაინტერესებს ბუნების კონსერვაცია, ფრინველებზე დაკვირვება და გსურს "Bird Camp"-ში მონაწილეობის მიღება, მაშინ გამოგზავნე განაცხადი 12 სექტემბრამდე!
პროექტი Bird Camp მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართულობას ბუნების კონსერვაციულ საქმიანობაში. ბათუმის მიმდებარე ტერიტორია და სოფელი სახალვაშო არის უნიკალური ადგილი ფრინველთა მიგრაციისთვის.
ყოველ წელს, გადაფრენის სეზონზე მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი გადის ამ ადგილს.
სარეგისტრაციო ფორმა - https://forms.gle/sVDcnii8kJLLz6zf9
ბანაკი ტარდება 16-17 სექტემბერს. 16 სექტემბერს შეხვედრა ჩატარდება ბათუმის ტექნოპარკში (მის: გ. ლეონიძის 15), ხოლო 17 სექტემბერს იქნება გასვლითი შეხვედრა მიგრაციის დაკვირვების ლოკაციაზე. ბანაკს გაუძღვებიან FFI Georgia-ს გამოცდილი ტრენერები - გიზო სესკურია და გიორგი ხარბედია.
მიმდინარე პერიოდში, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინიციატივით იმართება "ფრინველების ფესტივალი", სადაც Bird Camp-ის მონაწილეები შეძლებენ საჯარო ლექციებზე უსასყიდლოდ დასწრებას.
პროექტის ფარგლებში ფინანსდება მგზავრობა და კვება, ყველა მონაწილეს გადაეცემა სასაჩუქრე პაკეტები.
მხოლოდ შერჩეულ მონაწილეებს დავუკავშირდებით
 
პროექტი ხორციელდება ბათუმის ამერიკული კუთხის მიერ, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების პროგრამის ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერები არიან ამერიკის საელჩო საქართველოში, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და საერთაშორისო ორგანიზაცია "ფაუნა და ფლორა".
აღმოაჩინე აჭარის რეგიონი და ფრინველების მიგრაციის ლოკაციები ჩვენთან ერთად! 

«««