სომხეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ნარინე მათოსიანი ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას ეწვია
ბათუმში სომხეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ნარინე მათოსიანი ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას ეწვია და საჩუქრად წიგნები გადასცა. ბიბლიოთეკის დირექტორმა ჯონი საბაშვილმა სტუმარს გააცნო ბიბლიოთეკის საქმიანობის სპეციფიკა, ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობაზე.