საბიბლიოთეკო ასოციაციას ახალი პრეზიდენტი და გამგეობა ჰყავს
20 ივნისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის გამგეობის არჩევნები გაიმართა. გამგეობის თავმჯდომარედ და ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს ეროვნული ბიბლიოთეკის პლაკატისა და ესტამპის განყოფილების უფროსი რუსუდან ასათიანი. საქართველოს საბიბლიოთეკოს ასოციაციის გამგეობის წევრებად აირჩიეს: დიანა გელაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, გენადი მახარაძე, გიორგი კეკელიძე, ინგა ლორია-ფილაური, ციცო ქველიძე, გურამ თაყნიაშვილი, ალექსანდრე ლორია, თამარ ხახუტაშვილი.