ბიბლიოთეკა უსინათლოებს თავაზობს ხმოვანი პროგრამების პაკეტს: წერის, კითხვისა და რადაქტირების, ინტერნეტში მუშაობის, ფაილების მართვის, ტექსტის სკანირების, არითმეტიკული გამოთვლების, სკაიპითა და ელექტრონული ფოსტით სარგებლობის ხმოვან პროგრამებს. ასევე ბიბლიოთკას გააჩნია უსინათლოებისათვის და ყრუ-მუნჯთათვის ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი წიგნები და დისკებზე ჩაწერილი ხმოვანი წიგნები. ამ პროგრამებისა და პროდუქციის მომხმარებლისათვის მიწოდების მიზნით ბიბლიოთეკის ძირითადი კორპუსის პირველ სართულზე არსებულ დარბაზში გამოყოფილია სპეციალური კუთხე შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობით და სათანადო მომსახურებით.