
2013 წლის 28 ივლისს ბიბლიოთეკაში სტუმრდ იმყოფებოდა საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტი ქალბატონი რუსუდან ასათიანი. გაიმართა სამუშაო შეხვედრა ერთიანი ციფრული ბიბლიოთეკის შექმნასთან დაკავშირებით. ბიბლიოთეკის თანამშრომლები გაეცნენ ციფრული ბიბლიოთეკის შექმნის ტექნიკურ დეტალებს. დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. სულ მალე ბიბლიოთეკა ჩაერთვება ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელის ფონდების გამდიდრებაში. ასევე ბიბლიოთეკა საბიბლიოთეკო ასოციაციასთან ერთად აქტიურად ჩაერთვება საბიბლიოთეკო კანონის გაუმჯობესებისა და ბიბლიოთეკარის სტატუსის ამაღლების შესახებ საკითხებზე მუშაობაში.