სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


"ინგლისური კურსი ინგლისური მასწავლებლებისთვის"
"ინგლისური კურსი ინგლისური მასწავლებლებისთვის"

ორგანიზაცია PH international საქართველოს ოფისმა, ორგანიზაცია World Learning-Sit-თან თანამშრომლობით დაიწყო საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტი-„ინტენსიური კურსი ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის“. პროექტი მიზნად ისახავს შექმნას ინგლისური ენის პედაგოგთა მაღალკვალიფიციური კადრი.

2013 წლის 27 ნოემბერს 15 საათზე, ბიბლიოთეკის „ამერიკულ კუთხეში“ პროექტის ფარგლებში მონაწილე თითოეულმა ტრენერმა ქეთი პაპავამ (ბათუმის №2 საჯარო სკოლა), დალი აბურჯანიამ (ბათუმის №10 საჯარო სკოლა), ნინო მაისურაძემ (ბათუმის №1 საჯარო სკოლა), ნათია ქათამაძემ (ბათუმის №14 საჯარო სკოლა) წარადგინა საგამოცდო გაკვეთილი, ასევე მათ ამერიკაში მიღებული გამოცდილება გაუზიარეს ბათუმის სხვადასხვა სკოლისა და უმაღლეს სასწავლებელში მომუშავე ინგლისური ენის ლექტორ-მასწავლებელს. მოხდა თემათა გაშლა, განხილვა და გაანალიზება, გამოითქვა მოსაზრებები.


«««