
2014 წლის 27 ივნისს, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას სტუმრობდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი. ის შეხვდა ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის პროგრამის პირველი ნაკადის კურსდამთავრებულებს (English Access Micro-scholarship Program – Access Program). ელჩმა პირადად გადასცა სერთიფიკატები და ფასიანი საჩუქრები. სტუდენტებს საშუალება მიეცათ გასაუბრებოდნენ მას და დაესვათ კითხვები. შეხვედრას ესწრებოდნენ პროგრამის ხელმძღვანელები, საელჩოს და ქალაქ ბათუმის მერიის წარმომადგენლები. აქსეს პროგრამა რომელიც ამერიკის საელჩოს მიერ არის დაფინანსებული, საქართველოში ამერიკული ორგანიზაცია PH International ახორცილებს.