
2015 წლის 23 იანვარს აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას სტუმრობდნენ: ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოს დეპარტამენტის საინფორმაციო რესურს ცენტრის კოორდინატორი ჰოლი მორტენი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პრესისა და ინფორმაციის ატაშე დანიელ ჰეისტინგსი და "ამერიკული კუთხეების" კოორდინატორი ქეთევან ასათაშვილი.
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის "ამერიკული კუთხე" მსოფლიოში არსებული 700 "ამერიკული კუთხიდან" 60 საუკეთესოში, ხოლო ევროპაში არსებული 150- დან 10 საუკეთესოში მოხდა.
სტუმრები მიიღო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ერმაკოვმა და მერის მოადგილემ ალექსანდრე მითაიშვილმა. მხარეებმა ბიბლიოთეკის "ამერიკული კუთხის" გაფართოვებასა და განვითარებაზე იმსჯელეს.
ჰოლი მონტერმა ბიბლიოთეკის "ამერიკული კუთხის" ახალგაზრდა მომხმარებლებთან გამართა შეხვედრა თემაზე: "21 საუკუნის ტექნოლოგიები".