სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ლექცია თემაზე: ქვეითთა უფლებები"
ლექცია თემაზე: ქვეითთა უფლებები"

2017 წლის  27 იანვარს, 16 საათზე ბიბლიოთეკის „ამერიკულ კუთხეში“ საზოგადოებრივი განვითარების აკადემიასთან თანამშრომლობით ქვეითთა უფლებების შესახებ საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა ბათუმის საპატრულო დეპარტამენტის თანამშრომელი ირაკლი ბასილაძე, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ქვეითთა უფლებების, საგზაო მოძრაობის წესებისა და უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და შეხვედრის მონაწილეებს მიეცათ საშუალება მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხები ჩვენი სტუმრისგან მიეღოთ.
საინფორმაციო შეხვედრის შემდეგ ჩვენმა მონაწილეებმა ქალაქის ქუჩებში სპეციალური მაისურებითა და ფლაერებით გადაინაცვლეს. მათ ფლაერები, წარწერით “დაუთმე ქვეითს“, ჩვენი ქალაქის მძღოლებს დაურიგეს.
ბიბლიოთეკის “ამერიკული კუთხე” მადლობას უხდის ქალაქის საპატრულო პოლიციას თანამშრომლობისთვის.


«««