სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ქობულეთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან „ამერიკული კუთხე-ს“ გასვლითი შეხვედრა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან „ამერიკული კუთხე-ს“ გასვლითი შეხვედრა

2017 წლის 26 იანვარს, ბიბლიოთეკის „ამერიკული კუთხე“ ქობულეთის მუნიციპალიტეტს ესტუმრა. გასვლით ტურზე კუთხის კოორდინატორებმა მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში სკოლის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა მოაწყვეს. შეხვედრაზე მისულ მოსწავლეებს მათ ბათუმის ამერიკული კუთხის სხვადასხვა პროგრამების, აქტივობებისა და ტექნიკური რესურსის შესახებ უამბეს. შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ ჩვენი კუთხის თანამედროვე ტექნიკას. სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში გასვლითი ტურების მოწყობა საზოგადოებრივი განვითარების აკადემიასთან თანამშრომლობით ხორციელდება. თანამშრომლობისთვის მადლობას ვუხდით აჭარის ა.რ-ის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტს.


«««