სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო

2017 წლის 16 თებერვალს, 15 საათზე აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გაიმართა პოეზიის საღამო, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდა პოეტები ჯაბა გორგილაძე, ნიკა ფუტკარაძე, თორნიკე დუმბაძე, ცნობილი პოეტი ქეთევან გიორგაძე, მწერლები ინგა გოგიბერიძე და რამაზ სურმანიძე.

წიგნის დანიშნულებაზე ისაუბრა ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის სასწავლო დეპარტამენტის უფროსმა გულნარა ბასილაძემ. ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ ზუკა ნემსაძემ წაიკითხა საკუთარი ლექსები, ამავე სკოლის სხვადასხვა კლასების მოსწავლეებმა წაიკითხეს ცნობილი პოეტების ლექსები. ბიბლიოთეკის მიერ გამართულ წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ამ ლამაზ და საინტერესო აქციას ესწრებოდნენ ბათუმის საჯარო სკოლების მოსწავლეები, სტუდენტი-ახალგაზრდობა, საზოგადოების წარმომადგენლები.

 

    

 

    


«««